სასწავლო კვლევითი პროექტი „წინადადების სიგრძე“
21-ე საუკუნის მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ცოდნის დაგროვება, არამედ იმ უნარ-ჩვევევის დაუფლება და განვითარება, რომლებიც მას მთელი ცხოვრება კონკურენტუნარიანსა და წარმატებულს გახდის. სწორედ ამ კონტექსტის გათვალისწინებითაა საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტებით სწავლება. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების დროს მოსწავლეები იძენენ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რომლებიც შეუძლით გამოიყენონ სხვა პრობლემის გადაჭრის დროს. ფსიქოლოგიაში პრობლემის გადაჭრის პროცესებს ეტაპების საშუალებით აღწერენ, რომელთა რაოდენობას განსაზღვრავს თითონ პრობლემის ტიპი და პრობლემის გადამჭრელი მოსწავლის უნარები. მოსწავლემ უნდა შეძლოს: პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზების შეფასება სხვადასხვა პერსექტივიდან; თითოეულ სტრატეგიასთან დაკავშირებული რისკების განსაზღვრა; უფრო რეალური და მისაღები სტრატეგიების შერჩევა; შერჩეული სტრატეგიის დამაჯერებლობის დასაბუთება. ბოლოს მოსწავლე ა...